გარი კასპაროვი სოჭის ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდა

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი, მოუწოდებს საერთაშორისო კორპორაციებს და მსოვლიო ლიდერებს, ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ზამთრის ოლიმპიადას. საინტერენტო გამოცემა, „დეილი ბისტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, კასპაროვი ხაზს უსვამს, ოლიმპადა შეიძლება პრეზიდენტ პუტინის მიღწევათა „გვირგვინად“ ქცეულიყო, რომ არა კორუპცია, ასევე დისკრიმინაცია და ჰომოსექსუალების მზარდი დევნაო. კასპაროვი აღნიშნავს, რომ სპორტსმენებმა შეიძლება მიიღონ მონაწილეობა თამაშებში და პუტინს ანტირეკლამა გაუწიონ.