სირიიდან ბოლო დღეებში 15 ათასი ადამიანი გაიქცა

სირიიდან ერაყში ბოლო დღეებში 15 ათასი ადამიანი გაექცა ძალადობას და შეიარაღებულ დაპირისპირებას სირიის ხელისფლებასა და მოწინააღმდეგეებს შორის. გაეროს ინფორმაციით, ლტოლვილთა ტალღა გაიზარდა პარასკევს და შაბათს. ათასობით სირიელი მიაწყდა ერაყის ქურთულ ავტონომიურ რაიონს. არ არის დაზუსტებული მიზეზის ლტოლვილთა ნაკადის ზდისა. ვარაუდობენ, რომ გამძაფრდა დაპირისპირება ისლამისტ მეამბოხეთა და ქორთთა რაზმებს შორის. გაეროს ლტოლვილთა უწყების წარმომადგენლის, კლერ ბურჟუას თანახმად, ადრე, ერაყთან საზღვართან, მეთვალყურეებს ლიტოლვილთა ასეთი ძლიერი ნაკადი არდრე არ შეუნიშნავთ. ერაყში ამ ეტაპზე რეგისტრაციაში გატარებულია 150 ათასი სირიელი ლტოლვილი. სულ სირიის კონფლიქტის განმავლობაში მეზობელ ქვეყნებს თავი შეაფარა ორ მილიონამდე სირიელმა.