იერუსალიმში გაიმართა პალესტინელთა და ისრაელის წარმომადგენელთა შეხვედრა

სამშაბათს იერუსალიმში გაიმართა პალესტინელთა და ისრაელის წარმომადგენელთა შეხვედრა. ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ციპი ლივნიმ, რომელმაც დღევანდელი შეხვედრის კომენტირება არ ისურვა, განაცხადა, რომ ისრაელი მიიღებს „დრამატულ გადაწყეტილებას“ პალესტინელთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მისი თქმით, სულ მცირე, ერთი პარტნიორი მმართველ კოალიციაში, ისრაელში, პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგია. ამჟამინდელი შეხვედრები განახლებაა 2010 წელს შეწყვეტილი მოლაპარაკებისა, ისრაელის და პალესტინის წარმომადგენლებს შორის, რომელიც შეწყდა ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობით პალესტინელთა უკმაყოფილების გამო.