ჰაკერებმა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდი გატეხეს. სააგენტო ინტერპრესნიუსს ცენტრიდან აცნობეს, რომ, აქედან გამომდინარე, გამოცდების შედეგების თაობაზე Facebook-ით დღეს არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს მოუწოდებს, სიტუაციის გამოსწორებამდე ამ გვერდზე განთავსებულ მონაცემებს ნუ ენდობიან, ვითარების გამოსწორების შემდეგ კი ცენტრი შესაბამის ინფორმაციას გაავრცელებს.