ავსტრალიაში არჩევნებში კონსერვატული ძალები იმარჯვებენ

ავსტრალიის კონსერვატული ოპოზიციური ძალები ჩაიგდებენ ძალაუფლებას ხელში ამ ქვეყნის საყოველთაო არჩევნების შედეგად, რითაც დასრულდება ლეიბორისტული პარტიის ექვსწლიანი მმართველობა. პრემიერ მინისტრმა, კევინ რუდმა შაბათის არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ ის გადადგება პარტიის ლიდერის პოსტიდან. ავსტრალიის საარჩევნო კომისიის ცნობით, ბიულეტენების 83 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლიბერალ- ნაციონალურმა კოალიციამ 150 ადგილიანი პარლამენტის 88 ადგილი გაინაღდა. ლეიბორისტებს წილად ხვდათ 56 ადგილი.