ბაქოში გაიმართა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია

აზერბაიჯანის წამყვანმა ოპოზიციურმა კოალიციამ ბაქოში გამართა აქცია მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მხარდაჭერის გასამყარებლად. კორესპონდენტების ცნობით, „დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს“ 2000-მდე მომხრე შეიკრიბა დედაქალაქის ერთ-ერთ სტადიონზე. 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, ჯამილ ჰასანლის მთავარი მეტოქეა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ხელისუფლების სათავეში დგას 2003 წლის შემდეგ და მესამე ვადით აქვს წამოყენებული თავისი კანდიდატურა.