გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციის თემაზე ისაუბრებს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მათ მოსაზღვრე რაიონებში არსებული ვითარება და რუსეთის ოკუპაცია იქნება ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემა. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ადგილობრივი დროით 18 საათზე დაიწყება. გუშინ საღამოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გამოსვლის ტექსტი ცნობილია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და მზად არის დიპლომატიური უწყების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.