ყაბარდო-ბალყარეთში ორი სავარაუდო მეამბოხე დახოცეს

რუსეთის უშიშროების ძალებმა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ისლამური ამბოხების“ ორი სავარაუდო წევრი დახოცეს. რუსეთის კონტრტერორიზმის სახელმწიფო კომიტეტის თანახმად, ორშაბათს ბაქსანში მოკლული ორი პირი, ტერორისტული ორგანიზაციის „კავკასიის საამიროს“ წევრები იყვნენ.