სტუდენტები გამოეხმაურნენ ნიგერიაში მომხდარ ტერაქტს

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნიგერიაში ამ ორიოდე დღის წინ განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულებს. უნივერსიტეტის ეზოში 38 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შეიკრიბნენ. 29 სექტემბერს, ნაშუაღამევს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის ქალაქ გუჯბაში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 50 სტუდენტი დაიღუპა.