ნატოს სარდლობა უარყოფს სამოქალაქო პირების დახოცვას ავღანეთში

ნატოს სარდლობა და ავღანეთის ხელისუფლება რადიკალურად განსხავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, იმ საავიაციო იერიშის თაობაზე, რომელიც პარასკევ ღამეს ნანგარჰარის პროვინციაში განხორციელდა. პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით საავიაციო თავდასხმას ემსხვერპლა ხუთი ადამიანი. ეს იყო მეგობართა ჯგუფი, 12-დან 20- წლის ბიჭები, რომლებიც პნევმატური თოფებით ჩიტებზე ნადირობდნენ ჯალალაბადის მახლობლად, სარაჩას არეალში. აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიცია კი აცხადებს, რომ საავიაციო იერიში ნატოს ძალების აეროდრომის მახლობლად აღმოჩენილ მეამბოხეებზე განხორციელდა. ნატოს ანგარიში არაფერს ამბობს სამოქალაქო პირების დაღუპვაზე.