მალალა იუსაფზაის ამბავი

Your browser doesn’t support HTML5

მალალა იუსაფზაის, გოგონათა განათლებისა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლს, ერთი წლის წინ პაკისტანელმა თალიბებმა ესროლეს. ახლა ის თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგი პერიოდის ცხოვრების შესახებ მოყოლას იწყებს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მალალა ჰყვება რელიგიური ექსტრემისტების მიერ გოგონების განათლების აკრძალვაზე და ამის თაობაზე თავის ონლაინ-დღიურზე. ის აღწერს იმ დღეს, როცა ესროლეს და როგორ იბრძოდა გადარჩენისთვის. ასევე ის აღწერს დრამატულ ცვლილებებს, რომლებიც თავდასხმის შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში. 9 ოქტომბერს შეგიძლიათ მოისმინოთ და იხილოთ, რას ჰყვება მალალა იუსაფზაი.