ავღანეთის პრეზიდენტი "ლოია ჯირგას" შეუთანხმებს ვაშინგტონთან ხელშეკრულების საკითხს

ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზიამ განაცხადა, რომ ის მოიწვევს „ლოია ჯირგას“, "უხუცესთა დიდ კრებას", რათა იმსჯელონ აშშ-თან უშიშროების სფეროში ხელშეკრულების საკითხზე. კარზაიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრების გადაწყვეტილებას მთავრობა შეასრულებს. მისი თქმით, ავღანელებს სურთ, რომ აშშ-თან მიაღწიონ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნის ჯარი იქ დარჩეს, როცა საერაშორისო ჯარი ავღანეთს დატოვებს. მაგრამ დასძინა კარზაიმ, შეთანხმება ავღანეთის სახელმწიფო ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.