სირიაში საერთაშორისო წითელი ჯვრის ექვსი თანამშრომელი გაიტაცეს

კვირას სირიის დედაქალაქის ცენტრში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანას ცნობით, ტერორისტების მოწყობილ აფეთქებები უმაიდის პარკში მოხდა და დააზიანა სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის შენობა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უფრო ადრე შეიარაღებულმა პირებმა წითელი ჯვრისა ექვსი და ადგილობრივი წითელი ნახევარმთვარის ერთი თანამშრომელი გაიტაცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მათ არ ჰქონიათ კონტაქტი დაუდგენელ შეიარაღებულ პირებთან, მაგრამ შვიდივე გატაცებულის დაუყოვნებლად განთავისუფლება მოითხოვეს.