ბელგიაში 11 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად

ბელგიის სამხრეთში, ავიაკატასტროფაში 11 ადამიანი დაიღუპა. მცირე თვითმფრინავი, რომელიც პარაშუტისტებს ავარჯიშებდა, აფრენიდან 10 წუთში ჩამოვარდა. დაიხოცა ათი პარაშუტისტი და მფრინავი. ავარია მოხდა ქალაქ ნამიურიდან 120 კილომტრში.