ერაყში რამდენიმე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიხოცა

ერაყის უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ თავდასხმების სერიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე სისხლიანი იყო თავდასხმა ქალაქ რაუაში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს სამხედრო საგუშაგოზე, პოლიციის და მთავრობის შენობებზე, სადაც რვა პირი დაიხოცა. სამარის გარეუბანში პოლიციის მაღალი რანგის მოხელის სახლთან თვითმკვლელმა მოაწყო თავდასხმა და სამი კაცი დახოცა. ბაღდადში მაღაზიის პატრონი მოკლეს, ხოლო გარეთ აფეთქებულმა ბომბმა არაერთი იქ მყოფი ადამიანი დააშავა. ერაყში ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმები ყველაზე სისხლიანია 2008 წლის შემდეგ.