წინასაარჩევნოდ მედიაცენტრი გაიხსნა

Your browser doesn’t support HTML5

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თბილისში გაიხსნა მედიაცენტრი, რომლის მეშვეობითაც ჟურნალისტებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღება და გავრცელება შეეძლებათ. მედიაცენტრს ინფორმაციას მიაწვდის რვა ორგანიზაცია, რომელიც 27 ოქტომბერს არჩევნების მონიტორინგით იქნება დაკავებული.