ბრიუსელში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება. გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტის წინ ბრიუსელში ვიზიტი მნიშვნელოვანია და მისთვის ერთგვარ სიმბოლურ აქტს წარმოადგენს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობას შეხვდება. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის მომზადების პროცესში სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია.