რატომ იზრდება აუტისტი ბავშვების რიცხვი?

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრში, სპეციალისტები საგანგებო ტრენინგებს უტარებენ აუტისტ ბავშვებს, რომლებსაც ეს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში უნდა დაეხმაროს. ექსპერტთა განმარტებით, აუტიზმი არის ადრეული ნეირობიოლოგიური დარღვევა - დაავადება, რომელიც მსოფლიოში და, კერძოდ, საქართველოშიც, სულ უფრო ხშირად გვხვდება (მსოფლიოს საშუალო მონაცემებით, ყოველი 88 ბავშვიდან ერთი ბავშვი აუტისტია). რა განაპირობებს აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობის ზრდას? ამ საკითხზე მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.