ჯონ კერი ოპტიმიზმით უყურებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმედოვნებს, რომ 6 ნოემბერს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი დაიძვრება. ჯონ კერი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ვიდრე გაემგზავრება დასავლეთ ნაპირზე პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შესახვედრად. სამშაბათს ღამით თელავივში ჩასვლისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გართულდა, თუმცა, ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეული შეთანხმების მიღწევა.