პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში კომენდანტის საათი გამოცხადდა

პარასკევს რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რასაც რვა კაცი ემსხვერპლა, პაკისტანის ქალაქ რავალპინდიში კომენდანტის საათი გამოცხადდა. დაზარალებულებს შორის არიან პოლიციელები, რომლებიც ძალადობის შეჩერებას ცდილობდნენ. შეტაკებებში დაიწვა რამდენიმე მაღაზია და ორი შიიტური მეჩეთი. ძალადობა პარასკევს აშურის დღესასწაულის დროს დაემთხვა, როდესაც შიიტები იხსენებენ იმამ ჰუსეინს, მუჰამედის შვილიშვილს, რომელიც 680 წელს ქერბალაში მოკლეს. პაკისტანში მოსახლეობის 5-20 პროცენტი შიიტები არიან.