ვენაში დაიწყო აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა

ვენაში დაიწყო აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქსიანის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრა იმართება ეუთოს მინსკის ჯგუფის ორგანიზებით. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტს იწვევს მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორია, რომელზეც გასული საუკუნის 90-იან წლების ომის შედეგად კონტროლი დაამყარეს ყარაბაღელმა ეთნიკურმა სომხებმა, ერევნის მხარდაჭერით. კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ ძალისხმევას შედეგი ჯერ არ მოჰყოლია.