პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს

დღეს 11 საათზე დაიწყება პარლამენტის სხდომა, რომელიც 14 საათიდან საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების დასკვნის საფუძველზე, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მთავრობის გუნდს და სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის.“ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებს.