მთავარმა პროკურორმა განახორციელა პირველი საკადრო ცვლილებები

პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა საქართველოს ახალმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის პირველ მოადგილედ დაინიშნა ირაკლი შოთაძე, რომელმაც ლაშა ნაცვლიშვილი შეცვალა. შოთაძე 2006-2010 წლებში პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. დღეიდან მუშაობას შეუდგა თბილისის ახალი პროკურორიც. ამ თანამდებობაზე დაინიშნა მიხეილ შაყულაშვილი, რომელიც მანამდე გორის პროკურორი იყო.