თბილისში გაიმართება უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია

დღეს საღამოს თბილისში გაიმართება უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია. საინიციატივო საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ ფეისბუკით დაგეგმილი მსვლელობა საღამოს შვიდის ნახევარზე დაიწყება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. თბილისის მერიის ინიციატივით, უკრაინის დროშის ფერებით საღამოს 7 საათზე განათდება თავისუფლების მოედანზე მდებარე საკრებულოს შენობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო სპეციალურ განცხადებას ამზადებს საქართველოს პარლამენტი.