16 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის დასავლეთში შეტაკებებისას

ჩინეთის დასავლეთში სინცზიანის ავტონომიურ რაიონში შეტაკებებისას 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ორი პოლიციელი. მთავრობის ოფიციალური პორტალის „ტიანშანის“ ინფორმაციით, ქალაქ კაშგართან ახლოს პოლიციას თავს დაესხა ბრბო, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობებს ესროდა პოლიციელებს და დაკავებისას თავის დასაცავად დანები გამოიყენეს. გასულ თვეში კაშგართან სულ ცოტა ცხრა სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი დაიღუპა, როცა ნაჯახებითა და დანებით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას.