სირიაში 76-მდე გაიზარდა კვირის საჰაერო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

სირიელი აქტივისტების ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში, სულ ცოტა, 76 ადამიანი დაიღუპა მთავრობის სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერაციის შედეგად. ოპერაცია განხორციელდა ალეპოში მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ ექვს რაიონზე. მსხვერპლის შესახებ ცნობას ავრცელებს ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია“, რომელიც კვირას სულ 36-ტ დაღუპულზე იუწყებოდა. კიდევ უფრო მეტ დაღუპულზე იუწყება სირიელი აქტივისტების სხვა ჯგუფი - ადგილობრივი საკოორდინაციო საბჭო. მისი ინფორმაციით, დაღუპულია 83 ადამიანი და ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან თავდასხმის შედეგად დაიჭრა ბევრი ადამიანი, რომელსაც არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება.