პუტინის თქმით, ხოდორკოვსკი შესაძლოა, შეიწყალონ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა გეგმაზე კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მფლობელის, პატიმრობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკის შესაწყალებლად. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა მოსკოვში, ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც 1000-მდე ჟურნალისტი შეიკრიბა.