გიგი უგულავამ განჩინება მიიღო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე

გიგი უგულავამ მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით განჩინება მიიღო. როგორც უგულავამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" განაცხადა, განჩინების თანახმად, ამ გადაწყვეტილების აღსრულება პროკურატურას დაევალა. გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუჩერა. პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლემ მხარეთა წარმომადგენლების დაუსწრებლად, აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო. ამასთან, როგორც ცნობილია, გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, 50 ათასი ლარი უკვე შეეფარდა.