იმას, თუ როგორი დიპლომი აქვს ოთარ ფარცხალაძეს, ან თავის დროზე გერმანიაში როგორ იქცეოდა, არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან გიგი უგულავამ ჩაიდინა, თუ არა დანაშაული - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავარ პროკურორად ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ სხვადასხვა საქმის აქტიურად დაწყებული გამოძიება გაგრძელდება და ამ პროცესს რაიმე წინაღობა არ ექნება.