რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვოლგოგრადში ჩავიდა

დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვოლგოგრადში ჩავიდა და ყვავილები მიიტანა იმ ადგილზე, სადაც 30 დეკემბერს ტროლეიბუსი აფეთქდა. ასევე სახელმწიფოს მეთაურმა ვოლგოგრადის ტერაქტების დროს დაშავებულები მოინახულა საავადმყოფოში. ვოლგოგრადში 29 და 30 დეკემბრის ტერორისტული აქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოებში მოათავსეს. პუტინმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე თათბირი გამართა ფსბ-სა და შსს-ს ხელმძღვანელებთან, ალექსანდრ ბორტნიკოვთან და ვლადიმირ კოლოკოლცევთან, და ამ უწყებების რეგიონულ ხელმძღვანელებთან. პრეზიდენტი ვოლგოგრადში გაფრინდა ხაბაროვსკიდან, სადაც ახალი წლის დადგომამდე შეხვდა წყალდიდობით დაზარალებულ მოსახელობას.