ირანის ჩართვას ჟენევის მოლაპარაკებებში სირიის ოპოზიცია ეწინააღმდეგება

სირიის ნაციონალური კოალიცია - სირიის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას კრიზისის დაძლევის მოლაპარაკებებში, თუკი იქ ჩართული იქნებიან ირანის წარმომადგენლები, რომლებიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა მიიწვია. როგორც „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი იტყობინება, თეირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრეა და სწორედ ამიტომ აპროტესტებს სირიის ოპოზიცია მოლაპარაკებებში ირანის ჩართვას. რამდენიმე ხნით ადრე გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ირანის დელეგაცია მიიწვია შვეიცარიაში სირიის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელიც 22 იანვარს დაიწყება.