ალჟირში ავიაკატასტროფაში 100 კაცი დაიღუპა

ალჟირის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაახლოებით 100 კაცი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით "ჰერკულეს ს-130"- ტიპის თვითმფრინავს სამხედროები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა. ავიაკატასტროფა მთიანი ყუმელ ბოუაღის პროვინციაში, ალჟირის აღმოსავლეთში მოხდა. უცნობია როგორც ავიაკატასტროფის მიზეზი, ასევე ინფორმაცია ცოცხლად გადარჩენილი ეკიპაჟისა და მგზავრების შესახებ.