კიევში ჟურნალისტი მოკლეს

კიევის ქუჩებში გარდაცვლილ 25 ადამიანს შორისაა უკრაინული გაზეთის „ვესტის“ კორესპონდენტი, ვიაჩესლავ ვერემენი. უკრაინის მედიის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა ვიაჩესლავ ვერემენი შუქნიშანზე გაჩერებული ავტომანქანიდან გადაათრიეს, ცემეს და მკერდში ესროლეს. იგი სწორედ ამ ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ევრომაიდნის აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ვიაჩესლავ ვერემენი ეგრეთ წოდებული „ტიტუშკების“ მოკლულია.