„მწვანეთა“ ლიდერმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა

საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომას უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება გააცნო. "დღეს "მწვანეთა პარტიისთვის" მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტია ოფიციალურად ტოვებს უმრავლეობას" , - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ სესიაზე და შესაბამისი განცხადებისთვის დროის გამოყოფა მოითხოვა. მედიის ცნობით, გაჩეჩილაძის უმრავლესობისადმი განაწყენების და უკმაყოფილების მიზეზები პარტიის დაფინანსების საკითხში მდგომარეობს. გია გაჩეჩილაძე კოალიციის წევრია, როგორც ინდივიდუალური პირი - "მწვანეთა პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არ შედის. გაჩეჩილაძე საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, ფრაქცია "ქართულ ოცნებასაც" ტოვებს.