მიხეილ სააკაშვილი: დათო ყიფიანი კიევში იბრძოდა თავისუფლებისთვის

„დათო ყიფიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, მაგრამ უკრაინაში პარტიული, ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის არ იმყოფებოდა“, - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „დათო ყიფიანი კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ე.ი. საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ე.ი. თავისუფლებისთვის.“