ეგვიპტის გარდამავალი მთავრობა გადადგა

ეგვიპტის გარდამავალი მთავრობის წევრები, რომლებსაც მხარს უჭერს ქვეყნის სამხედრო მეთაურობა, ორშაბათს გადადგნენ. ამის შესახებ ტელევიზიით გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ჰაზემ ბებლავიმ, რომელსაც მიზეზი არ დაუსახელებია. სახელმწიფო პრესა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ეგვიპტის არმიის მეთაურის, თავდაცვის მინისტრის, აბდელ ფათახ სისის მონაწილეობით.
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნულია აპრილში.