მაკა თეთრაძე: შვედების ყურადღება და აღფრთოვანება სტერეოტიპებს მინგრევს

მაკა თეთრაძე

„უხილავ ფარდაში“ გრძელდება ციკლი, ევროპაში და, საერთოდ, უცხოეთში საქართველოდან სასწავლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღევანდელი რესპონდენტი, მაკა თათრაძე, შვედეთის ქალაქ მალმიოს დოქტორანტურაში ირიცხება. მისი კვლევის საგანია ერთ-ერთი დაღესტნური ენის, ლეზგიურის სტრუქტურა. გარდა ამისა, მარტიდან ჩვენი სტუმარი, ჩაერთვება ლუნდის უნივერსიტეტში დაწყებულ ახალ პროექტში, რომლის მიზანიცაა ენებისა და კულტურების ატლასის შექმნა. კავკასიის ნაწილში სწორედ მაკას დაევალა ლეზგიური ენის ლექსიკის დამუშავება.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი მაკა თეთრაძესთან