თბილისში დააკავეს ემზარ კვიციანი - კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული

დღეს თბილისში დააკავეს ემზარ კვიციანი - კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, რომელზეც საქართველოში ძებნა იყო გამოცხადებული. მას ბრალი ედება სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში. ცნობების თანახმად, ემზარ კვიციანი დააკავეს რუსეთიდან თბილისში, ავიარეისით ჩასვლის შემდეგ.