პაკისტანში 12 ადამიანი დაიღუპა შაბათს მომხდარი სამი აფეთქების შედეგად

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში 12 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა შაბათს მომხდარი სამი აფეთქების შედეგად. აფეთქებებს ემსხვერპლნენ ნახევრად გასამხედროებული ფორმირებების 11 წევრი და ერთი ბავშვი. ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ფეშავარის მახლობლად მომხდარი თავდასხმა პოლიომიელითის ვაქცინაციის კამპანიის წინააღმდეგ იყო მიმართული.