ევროკავშირი უკრაინის 18 მოქალაქის ქონებას ყინავს

ევროკავშირმა უკრაინის 18 მოქალაქის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია იმ მოხელეებზე, რომლებიც სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში არიან ეჭვმიტანილი. სია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 6 მარტს გამოქვეყნდება. მანამდე ბრიუსელი თავს იკავებს უკრაინელი მოხელეების ვინაობის გამჟღავნებისაგან. თუმცა, როგორც ევროკავშირის ანონიმურმა წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას, სიაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც ფიგურირებს. ამასთან, აქტივების 12 თვით გაყინვის გარდა სანქციები არ ითვალისწინებს ვიზების აკრძალვას, რაც ნიშნავს, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილ უკრაინელ მოხელეებს ევროკავშირში მოგზაურობის უფლება შეუნარჩუნდებათ.