აშშ კონგრესმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების კანონპროექტს

ამერიკელმა კონგრესმენებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების მიცემის თაობაზე. პროექტს 385 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი 23-ის წინააღმდეგ. მომავალ კვირაში პროექტს სენატი განიხილავს, სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში კი იგი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ობამას გადაეგზავნება. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზების, საჭირო რეფორმების განხორციელებისა და მაისში დანიშნული არჩევნების მოსამზადებლადაა გამიზნული.