ყირიმში შეწყდა უკრაინის ტელეკომპანიების მაუწყებლობა

ყირიმში რუსეთის ტელეკომპანიებმა დაიწყეს მაუწყებლობა იმ სიხშირეებზე, რომლებზეც ცოტა ხნის წინ უკრაინის ტელეკომპანიები მაუწყებლობდნენ. ყირიმში მაუწყებლობა დაიწყო რუსეთის ტელეარხებმა „როსია 24“, სამხედრო არხი „ზვეზდა“, „ტე ენ ტე“ და „ენ ტე ვე“. ოფიციალური კომენტარები ამ ფაქტთან დაკავშირებით თვითაღიარებული ყირიმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ გაკეთებულა.