იაპონიაში კატასტროფის მესამე წლისთავი აღინიშნება

სამშაბათს იაპონიაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის კატასტროფის მესამე წლისთავს აღნიშნავენ. სამი წლის წინ სტიქიურ უბედურებას 18 ათასი კაცი ემსხვერპლა, დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა დაიიჩის“ მესამე რეაქტორი, საიდანაც რადიაციის გაჟონვა მოხდა. ტოკიოში სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს იმპერატორმა აკიხიტომ და მისმა მეუღლე მიჩიკომ, რომლებმაც პატივი მიაგეს კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას.