ევროკომისია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პროექტს მომავალ კვირაში წარმოადგენს

ევროკომისია მომავალ კვირაში ევროკავშირის გადაწყვეტილების პროექტს წარმოადგენს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, რაც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე სტრასბურგში განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. "ჩვენ მომავალ კვირაში წარმოვადგენთ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების შესახებ პროექტს," აღნიშნა ბაროზუმ. მისივე თქმით, უკრაინისთვის მილიარდიანი დახმარების პაკეტს ევროკომისიამ 5 მარტს დაუჭირა მხარი.