ბარაკ ობამა: აშშ მხარს უჭერს უკრაინას

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც უკრაინის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდა, აშშ-ის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იბრძვის. უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ „ჩვენ რუსეთის წინაშე კაპიტულაციას არ ვაპირებთ“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ დასავლეთი იძლებული იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგას, თუ მოსკოვი არ შეცვლის კურსს უკრიანის მიმართ.