ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის 21 მოხელის მიმართ დააწესა სანქცია

ყირიმის ინტერვენციისა და კვირას გამართული რეფერენდუმის გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისა და რუსეთის 21 მოხელის მიმართ დააწესა სანქციები. ევროკავშირის სანქციები, რომელიც ბრიუსელში სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს, ამ პირების ქონების გაყინვას და მათზე სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გულისხმობს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ მომდევნი დღეებში, შესაძლოა, უფრო მკაცრი ზომებიც ამოქმედდეს. თუმცა, ბრიუსელში მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უფრო მეტი მოხელის ხილვას მოელოდნენ.