მოსახლეობა ხეების ჩეხვის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში ასათიანის ქუჩის მოსახლეობა ხეების ჩეხვას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად პარკში მრავალწლიანი ნარგავები იჩეხება, რაც ისედაც განადგურებულ გარემოს კიდევ უფრო აჩანაგებს. მშენებლობას შპს „BD property“ აწარმოებს. ასათიანის ქუჩის მოსახლეები პარკის ადრინდელი სახით შენარჩუნებას ითხოვენ.