ურთიერთობები ადამიანებსა და ქვეყნებს შორის

Your browser doesn’t support HTML5

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომლის პირველი ლაურეატი თავად მწერალი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი გივი მარგველაშვილი გახდა, 2014 წელს ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს გადაეცა. პრემია DVV International-ის საქართველოს ოფისმა და გოეთეს ინსტიტუტმა დააწესა. რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდა ამჯერად სწორედ გივი მარგველაშვილის პრემიას, ამ პრემიის წლევანდელ ლაურეატს და ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ეძღვნება. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.