სტუმრად ჩვენს ეთერში: კოკა ლაბარტყავა

კოკა ლაბარტყავა

19 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" გამგეობის თავმჯდომარე კოკა ლაბარტყავა. „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. წამალდამოკიდებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს და ჯანდაცვის სამინისტროს შეახსენეს ის ვალდებულებები, რომლებიც ასახულია ეროვნულ ნარკოსტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ნარკოსტრატეგია და სამოქმედო გეგმა გულისხმობს ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების გაფართოებას, ახალი სერვისების შექმნასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი კოკა ლაბარტყავასთან