ბან კი მუნი კიევში ჩავიდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელიც უკრაინაში ჩავიდა, კვლავ გაიმეორა, რომ ყირიმის კრიზისი გაეროს ქარტიის ფარგლებში „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემით“ უნდა გადაიჭრას. ბან კი მუნი კიევში პარასკევს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ტურჩინოვს შეხვდა. გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ხუთშაბათს მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, მოუწოდებს ორივე მხარეს, რომ „პირდაპირი და კონსტრუქციული დიალოგი“ გამოიყენონ „უკონტროლო ვითარების“ თავიდან ასაცილებლად. ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს შეეგუება ყირიმის ანექსიას.